"ოცი წლის ასაკში სცენაზე ფაქტობრივად გახდილმა ვიმღერე... რა ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, მთვარეზე გავფრინდე?" - როგორია ნუცა შანშიაშვილი დღევანდელობა და განვლილი გზა

"ოცი წლის ასაკში სცენაზე ფაქტობრივად გახდილმა ვიმღერე... რა ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, მთვარეზე გავფრინდე?" - როგორია ნუცა შანშიაშვილი დღევანდელობა და განვლილი გზა

"...ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით გა­სავ­ლე­ლი გზაა და, ალ­ბათ, ჩემი სუ­ლის სი­სუფ­თა­ვე, რწმე­ნა და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ სულ მო­მარ­თუ­ლი ვიყო, შემ­ქმნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­დეს, ეს ძალა მი­ცავს არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბის­გან" - ამ­ბობს ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი. ის მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ყო­ველ­თვის ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ჯე­რა­დაც ის­რა­ე­ლის მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს. ნუცა შან­ში­აშ­ვი­ლი დღე­ვან­დე­ლო­ბა­სა და გან­ვლილ ნა­ყო­ფი­ერ წელ­ზე ნიუ-იორ­კი­დან გვე­სა­უბ­რა:

- ყვე­ლას გვახ­სოვს, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის გამო გან­ცდა რო­გორც ხე­ლო­ვან­მა ძა­ლი­ან მძაფ­რად გა­მო­ხა­ტეთ, სრუ­ლი­ად შიშ­ველს ფო­ტო­სე­სია გქონ­დათ. თქვენ ის­რა­ელ­ში არა­ერ­თხელ ყო­ფილ­ხართ, ამ ქვე­ყა­ნას­თან ბევ­რი რამ გა­კავ­ში­რებთ და რო­გო­რია თქვე­ნი გან­ცდე­ბი, რაც დღეს იქ ხდე­ბა?

კა­ბა­ლის მეც­ნი­ე­რე­ბას ვსწავ­ლობ, ჩემი პე­და­გო­გია მი­ხა­ელ ლა­იტ­მა­ნი და კა­ბა­ლის­ტუ­რი ენით ის­რა­ე­ლი არის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლას გულ­ში არ­სე­ბობს. ქვე­ყა­ნა, სა­დაც შემ­ქმნე­ლის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და ძა­ლაა. ებ­რა­ელ ერს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, რად­გან უნი­კა­ლუ­რი ერია. ებ­რა­ე­ლებ­მა შე­მოგ­ვი­ტა­ნეს ცი­ვი­ლი­ზა­ცია, შე­მოგ­ვი­ნა­ხეს და დღეს რაც გვაქვს, ყვე­ლა რე­ლი­გია, ებ­რა­ე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ადა­მი­ა­ნებს გვჩ­ვე­ვია აუ­ტან­ლო­ბა და მტრო­ბა გა­ნათ­ლე­ბის, სი­ნათ­ლის... არ მიკ­ვირს, ის­რა­ელს რომ ემ­ტე­რე­ბი­ან... იმე­დი მაქვს, რომ დად­გა დრო ჩვენს არ­სე­ბო­ბა­სა და ყო­ფა­ში სი­ნათ­ლემ გა­ი­მარ­ჯვოს! გა­ნა­თე­ბულ გზა­ზე ვდგა­ვართ, ოღონდ ეს გზა ძა­ლი­ან რთუ­ლია...

პან­დე­მი­ამ­დე ის­რა­ელ­ში ძა­ლი­ან ხში­რად ჩავ­დი­ო­დი. თელ-ავი­ვის ულა­მა­ზეს თე­ატრ "ნო­გა­ში" სპექ­ტაკ­ლებს, კონ­ცერ­ტებს ვმარ­თავ­დით. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ ის­რა­ე­ლის მა­ყუ­რე­ბელს და მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. იე­რუ­სა­ლიმ­შიც მქონ­და რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი. იქ ცხოვ­რობს ჩემი მე­გო­ბა­რი, უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი ნანა ბე­რა­ძე. როცა იე­რუ­სა­ლიმ­ში ჩავ­დი­ვარ, მე და ნანა სულ ფე­ხით დავ­დი­ვართ. ის მი­ამ­ბობს ის­ტო­რი­ულ მო­ნაკ­ვე­თებს ის­რა­ე­ლის ცხოვ­რე­ბი­დან, ებ­რა­ე­ლი ერის არ­სე­ბო­ბი­დან, გულ­ზე თაფ­ლი­ვით მე­დე­ბა მისი ნა­ამ­ბო­ბი... იე­რუ­სა­ლიმ­ში სულ სხვა ენერ­გე­ტი­კაა. ეს არის ცენ­ტრი სი­ლა­მა­ზის, სუ­ლი­ე­რე­ბის...

- ამე­რი­კა­ში ის­რა­ე­ლის მხარ­და­სა­ჭერ კონ­ცერ­ტშიც მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- 14 დე­კემ­ბერს ებ­რა­ულ ცენ­ტრში დიდი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. მეც ვარ მიწ­ვე­უ­ლი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ის­რა­ელს, ის­რა­ე­ლის ჯარს მხარს უჭერს. შე­მო­სა­ვა­ლი მთლი­ა­ნად ჯა­რის­კა­ცებს გა­ეგ­ზავ­ნე­ბათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ის­რა­ე­ლის ჯა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბის, პატ­რი­ო­ტიზ­მის, სიძ­ლი­ე­რის შე­სა­ხებ. ეს ის ხალ­ხია, რომ­ლის­გა­ნაც ჩვენ ბევრ რა­მეს უნდა ვსწავ­ლობ­დეთ, უპირ­ვე­ლე­სად ერ­თი­ა­ნო­ბას...

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
20.09.24, ახალი ამბები
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს - ნახეთ რა თქვა მან
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს - ნახეთ რა თქვა მან
20.09.24, ახალი ამბები
ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი
ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი
21.09.24, ახალი ამბები / საზოგადოება
"მისმა ძმაკაცმა მითხრა, ამბობს, "დავბრიდავ" და თავსაც მოვიკლავო..." - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძის ხმოვან შეტყობინებას აქვეყნებს: რას ამბობს ის ბექა ჯაიანზე და რას წერს ჟურნალისტი?