"მისმა ძმაკაცმა მითხრა, ამბობს, "დავბრიდავ" და თავსაც მოვიკლავო..." - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძის ხმოვან შეტყობინებას აქვეყნებს: რას ამბობს ის ბექა ჯაიანზე და რას წერს ჟურნალისტი?

"მისმა ძმაკაცმა მითხრა, ამბობს, "დავბრიდავ" და თავსაც მოვიკლავო..." - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძის ხმოვან შეტყობინებას აქვეყნებს: რას ამბობს ის ბექა ჯაიანზე და რას წერს ჟურნალისტი?

18 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში ტრანსგენ­დე­რი ქალი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მოკ­ლეს. და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ბექა ჯა­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც ირ­კვე­ვა, ხში­რად ძა­ლა­დობ­და ქალ­ზე. მე­გობ­რე­ბის თქმით, ის ცოტა ხანს ამ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ე­რი­და და უცხო­ეთ­შიც კი წა­ვი­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე აქ­ვეყ­ნებს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბას, რო­მე­ლიც სწო­რედ მისი უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას არის გაგ­ზავ­ნი­ლი. ჩა­ნა­წერ­ში ის ამ­ბობს, რომ მა­მა­კა­ცი შინ უვარ­დე­ბო­და. "წა­მო­სუ­ლი რომ ვარ, მა­ინც მი­დის ჩემ­თან სახ­ლში, მა­ინც არ მა­ნე­ბებს თავს. მე­უბ­ნე­ბა, ჩა­მო­დი, ჩა­მო­დიო, მა­ნი­პუ­ლი­რებს, - მე­ნატ­რე­ბიო. მის­მა ძმა­კაც­მა მი­თხრა, ამ­ბობს, "დავ­ბრი­დავ" და თავ­საც მო­ვიკ­ლა­ვო. მა­გას ესე ვუ­ყუ­რო ვერ ავი­ტა­ნო... მა­ნამ­დეც მე­უბ­ნე­ბო­და თუ დამ­შორ­დე­ბი, "დაგბ­რი­დო" მირ­ჩევ­ნი­აო... გამ­წა­რე­ბუ­ლია რომ დავ­შორ­დი... რა ვქნა არ ვიცი, და­ჭე­რაც არ მინ­და, რა გა­ვა­კე­თო" - ამ­ბობს ქალი ჩა­ნა­წერ­ში.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე კი შემ­დეგს წერს:

"ბო­ლომ­დე გა­უფრ­თხილ­და იმ მხეცს ჩემი გოგო. ბო­ლომ­დე უნა­ხა ნა­მუ­სი, ბო­ლომ­დე უწ­მინ­და ნა­გა­ვი, ვერ გა­წი­რა, ვერ უჩივ­ლა, ვერ და­ა­ჭე­რი­ნა. იმ­დე­ნად თავ­მოყ­ვა­რე იყო, სა­ნამ არ და­შორ­და, მა­ნამ­დე არ გაგ­ვა­გე­ბი­ნა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი რომ იყო. რომ შე­უ­რიგ­და, მერე მა­ლავ­და და ამარ­თლებ­და. არ გვიყ­ვე­ბო­და რა დღე­შიც აგ­დებ­და. ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ექ­ცა და მა­ინც და­იბ­რუ­ნა იმ ავა­ზაკ­მა. მერე ისევ და­შორ­დნენ და ბო­ლოს ყვე­ლა­ზე სუსტ წერ­ტილ­ზე და­ა­ბი­ჯა. მოვ­დი­ვარ, ხელი უნდა გთხო­ვო, მო­ემ­ზა­დე, ჩვე­ნი ფო­ტოც და­დეო. დღეს კესო აღარ გვყავს. ჩვენ­თვის აღა­რა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ თქვენ მა­ინც იცო­დეთ, რო­გორ თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და მა­ნი­ა­კი და რო­გორ გა­უფრ­თხილ­და ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე..."

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები