ნანა მასწავლებელი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ის ორსულად იყო – 🥲🥲 ნახეთ პირველი კომენტარი

ნანა მასწავლებელი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ის ორსულად იყო – 🥲🥲 ნახეთ პირველი კომენტარი

4 ოქ­ტომ­ბერს მარ­ტვილ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. სწრა­ფად მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ორ­სულ ქალს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც 40 წლის ნანა ბა­სი­ლა­ია ქუ­ჩას კვეთ­და.

  • მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დღეს მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­მა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ნანა ბა­სი­ლა­ი­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი ყ­ვე­ბა, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­და.

“მძღო­ლი ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა, ისიც სალ­ხი­ნო­და­ნაა, გვა­რად ლა­ზა­რია, ნა­ნას მე­ზო­ბე­ლი. თბი­ლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ყო­ფი­ლა და მან­ქა­ნით სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­მო­სუ­ლა, ნანა მას­წავ­ლე­ბე­ლია და სკო­ლი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და, მან­ქა­ნა დიდი სის­წრა­ფით გა­მო­ვარ­დნი­ლა, ქალი კუ­თხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლა, არ ელო­და, იქამ­დე თუ მი­აღ­წევ­და, წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მან­ქა­ნამ ქალი ჰა­ერ­ში ააგ­დო… მძღო­ლი ად­გი­ლი­დან არც მი­მა­ლუ­ლა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

ნანა მე­ო­რე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ქალი მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნა ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში, ექი­მებ­მა მა­შინ­ვე თქვეს, რომ ქალს ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ქი­რურგს მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე უთ­ქვამს, ტვი­ნი მკვდა­რი­აო… სა­წყა­ლი ქალი, 5 დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ… მას პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა“.

ტრაგიკულად დაღუპულ ორსულ ქალს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

„რამხელა ტრაგედიაა, ვიზიარებთ“.

„ოჯახს გამძლეობა, ერთდროულად შვილიც დაკარგო და ჯერ არ დაბადებული ბავშვიც“.

„ღმერთო, რა საშინელი ამბავია, რატომ?“, – წერენ სოციალურ ქსელში.

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
20.09.24, ახალი ამბები
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს - ნახეთ რა თქვა მან
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს - ნახეთ რა თქვა მან
20.09.24, ახალი ამბები
"მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას" - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი: რა უთხრა კესარია აბრამიძემ მას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე?
"მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას" - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი: რა უთხრა კესარია აბრამიძემ მას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე?
21.09.24, ახალი ამბები / საზოგადოება
ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი
ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი
21.09.24, ახალი ამბები / საზოგადოება