„ხალხო, ვინ რა სამეგრელოს კვალზე გამიყვანა? მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში…” – რას პასუხობს თამუნა მუსერიძე მაია ასათიანის განცხადებას ?

„ხალხო, ვინ რა სამეგრელოს კვალზე გამიყვანა? მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში…” – რას პასუხობს თამუნა მუსერიძე მაია ასათიანის განცხადებას ?

ჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ კიდევ ერთხელ გაიხსენა ის წლები, როდესაც მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემას აშუქებდა. ამ კონტექსტში მაია ასათიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინეს ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ისტორია და თქვა, რომ „თამუნა მუსერიძე „პროფილში“ რამდენჯერმე იყო სტუმრად, როცა გადაწყვეტილიც არ ჰქონდა, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრა და საკუთარი ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა“.

„როდესაც ამხელა ასპარეზზე ასეთ აღიარებას მიაღწევ, ერთხელ ხომ შეიძლება თქვა, რომ შენ სხვა ჟურნალისტების საქმე გააგრძელე, განავითარე, შექმენი გვერდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პოულობენ. ძალიან კარგი პლატფორმაა, არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსე, ეს მისასალმებელია, მაგრამ თქვა, რომ ეს თემა შენ აღმოაჩინე, ეს გამოძიება შენ ჩაატარე – არასწორია, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან სხვებისთვის უცნობი ჟურნალისტები, რომლებიც წლების მანძილზე ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ.

თამუნა მუსერიძე „პროფილში“ რამდენჯერმე იყო სტუმრად, როცა გადაწყვეტილიც არ ჰქონდა, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრა და საკუთარი ბიოლოგიური მშობლები მოეძებნა.

ერთი კვირის მანძილზე ვთხოვდით – ის ცნობილი ადამიანი იყო და მისი მაგალითი სხვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა – დავითანხმეთ და ძებნა დავიწყეთ.

ამ ამბავს ჟურნალისტი სოფო ოჩხიკიძე ხელმძღვანელობდა, ამ სამი წლის მანძილზე სოფო თამუნას ისევ ეხმარებოდა როგორც მისი, ასევე სხვების ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში.

როცა ძებნაში „პროფილის“ ჟურნალისტი გეხმარება, ერთხელ მაინც, სადმე თქვი, მეტი არავის არაფერი არ უნდა. კარგი, არავის აღარაფერში სჭირდება ტელევიზიიდან წასული მაია ასათიანი, მაგრამ სოფოს დაურეკე და უთხარი: „სოფო, შენი კვალი მცდარი იყო“, ან უთხარი, რომ „სწორი იყო სამეგრელოს კვალი“, – თქვა მაია ასათიანმა.

აია ასათიანის მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას მალევე გამოეხმაურა თავად თამუნა მუსერიძე, ავტორი პროექტისა „ვეძებ“, რომელმაც დაარსების დღიდან ასობით ბიოლოგიური ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს აცხადებს, რომ მან ბიოლოგიური მშობლების ძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე გადაცემაში „პროფილი“ მივიდოდა.

„ის, რომ მეგრელი ვიყავი, თავიდანვე ვიცოდი, ეს მოვყევი აბსოლუტურად ყველა გადაცემაში – „პროფილშიც“, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც, გია ჯაჯანიძესთანაც.

მე არც გია, არც მაია, არც ნანუკა, არავინ დამხმარებია მშობლების მოძიებაში. არ დამეხმარეს იმიტომ კი არა, რომ ხელი მკრეს, ვერ დამეხმარნენ. სამი წლის წინ, ჩემს ბიძაშვილს, ნიას რომ არ გაეკეთებინა ტესტი, მე ჩემს ნათესავებს ვერ ვიპოვიდი

რა პირველწყარო? საერთოდ, რას ლაპარაკობთ ხალხო? მე ჩემი ისტორიის და ჩემი მშობლების ძიება ბევრად უფრო ადრე დავიწყე, მანამ სანამ მივიდოდი გადაცემაში „პროფილი“, უბრალოდ ამის საჯაროდ გახმაურება არ მინდოდა.

„პროფილში“ იცოდნენ ჩემი ისტორია, რადგან გადაცემის პროდიუსერი იყო ჩემი შვილის ნათლია, ძალიან მთხოვეს მივსულიყავი და ეს ისტორია მომეყოლა. მე არავინ დამპირებია დახმარებას, არ იფიქროთ, რომ მე უმადური ადამიანი ვარ და ვიღაცა ეცადა ჩემს დახმარებას, ვერანაირი კვალზე ვერ გავედი ამდენი წლის განმავლობაში.

ხოდა, ხალხო, ვინ რა სამეგრელოს კვალზე გამიყვანა, 2017 წელს, მე რომ მივედი „პროფილში“, ვთქვი რომ მეგრელი ვარ, ისიც ვთქვი, რომ გვარად ვარ კვირკველია ან კაკაჩიათქო და აღმოვჩნდი, კეკელია…

სამეგრელოს კვალზე თავიდანვე ვიდექი. კეკელია არის დედის გვარი და როდესაც ბავშვი არაკანონიერ ქორწინებაში არის გაჩენილი, ბავშვი დედის გვარზე იწერება ანუ მე ვეწერე კეკელიაზე, ნათლიაჩემს ახსოვდა კვირკველია“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
20.09.24, ახალი ამბები
„ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებდა… ვეძებდით და რომ მივაკვლიეთ, მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ…“ – რა გაამხილა მაია ასათიანმა?
„ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში ფიგურირებდა… ვეძებდით და რომ მივაკვლიეთ, მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, მაგრამ აღმოჩნდა რომ…“ – რა გაამხილა მაია ასათიანმა?
17.10.24, ახალი ამბები / საზოგადოება
“მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები” – ვინ იყო კესარია აბრამიძის მამა და როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან
“მახსოვს მისი ცრემლიანი თვალები” – ვინ იყო კესარია აბრამიძის მამა და როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან
24.09.24, ახალი ამბები / საზოგადოება / ცხოვრება/სტილი
“ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია…ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ” – მაია ასათიანი
“ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია…ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ” – მაია ასათიანი
17.10.24, ახალი ამბები