“ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია…ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ” – მაია ასათიანი

“ცუდად არ ვარ, მომწონს ჩემი თავის ახლებური ვერსია…ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდები ტელევიზიაში, ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ” – მაია ასათიანი

მაია ასა­თი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ბოლო სამ­მა წელ­მა, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღარ მუ­შა­ობს მის ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჰყვე­ბა, ეს მის ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რო­მელ­მაც და­ა­ნა­ხა, ვინ არის რე­ა­ლუ­რად მისი მე­გო­ბა­რი.

“ნა­ნუ­კას ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში” სტუმ­რო­ბი­სას ასა­თი­ა­ნი ამ­ბობს, რომ აპი­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ას და­უბ­რუნ­დეს, თუმ­ცა მხო­ლოდ მა­შინ “თუ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წავა”.

“სულ ვამ­ბობ, რომ რად­გან ცუ­დად არ ვარ ეს უკვე კარ­გია და ცუ­დად არ ვარ. მომ­წონს ჩემი თა­ვის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სია და ზო­გა­დად მიკ­ვირს ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც არ იც­ვლე­ბი­ან. მგო­ნია, რომ მე შეც­ვლი­ლი ვარ. მე შემ­ცვა­ლა ამ სამ­მა წელ­მა და ამა­ზე რთუ­ლი დრო არ მქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვილმკვდა­რი დედა ვარ, ამა­ზე ცუდი სამი წელი არ მქო­ნია. რა მიქ­მნი­და სირ­თუ­ლეს? ტე­ლე­ვი­ზი­ას ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი ჰქონ­და. ტე­ლე­ვი­ზია გან­სა­კუთ­რე­ბით და­მეხ­მა­რა, როცა ნუცა გარ­და­იც­ვა­ლა ტრა­გე­დი­ის გა­და­ტა­ნა­ში. რად­გან დრო აღარ მრჩე­ბო­და დეპ­რე­სი­ის­თვის, მთე­ლი ენერ­გია მიჰ­ქონ­და ტე­ლე­ვი­ზი­ას და როცა ეს კარი და­ი­ხუ­რა მე დავ­რჩი სი­ცა­რი­ე­ლე­ში. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მუ­შა­ობ და უცებ აღ­მო­ა­ჩენ, რომ წა­სას­ვლე­ლი აღარ­სად გაქვს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თა­დერ­თო საფ­ლა­ვია.

დილა თენ­დე­ბა და კლა­სი­კუ­რი უმუ­შევ­რის დილა გაქვს, აღარ­სად გეჩ­ქა­რე­ბა. სულ მის­ვა­მენ ამ შე­კი­თხვას რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი?. ტე­ლე­ვი­ზია ჩემი სახ­ლია. რო­გო­რიც არ უნდა იყოს ის. სა­ჯა­როდ მე ჩემს ოჯახ­ზე ცუდს არ ვი­ტყვი. შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო და ამა­ზე სა­ჯა­როდ ვი­ლა­პა­რა­კო, მაგ­რამ ახლა არა.

თი­თო­ე­უ­ლი დილა ძვი­რად მიჯ­დე­ბა, რომ ბედ­ნი­ერ­მა გა­ვიღ­ვი­ძო. ამა­ზე ვმუ­შა­ობ და ეს შე­დეგს იძ­ლე­ვა. კომ­პლექ­სი მაქვს, რომ მძი­მე თე­მებ­თან ვა­სო­ცირ­დე­ბი, რად­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ გა­დავ­რჩი. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ ეს ტვირ­თი არ წავა და უნდა ატა­რო, ის მსუ­ბუ­ქი არ გახ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ შე­ეჩ­ვე­ვი ამ ტვირ­თით სი­ა­რულს. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თავს და­ა­ძა­ლებ, რომ ბედ­ნი­ერ­მა გა­იღ­ვი­ძო.

მე არ ვცხოვ­რობ წარ­სუ­ლით. გა­და­ცე­მა “პრო­ფილ­საც” კი არ ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, არა­ვის ვუყ­ვე­ბი რა რე­ი­ტინ­გის და მას­შტა­ბის გა­და­ცე­მა მქონ­და. მე ვცხოვ­რობ ხვა­ლინ­დე­ლი დღით. ასე­თი მაია უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. მე “რუს­თა­ვი 2”-დან რომ წა­მო­ვე­დი მა­შინ სხვა მაია ვი­ყა­ვი და ახლა – სხვა.

მე ყო­ველ­თვის წე­სე­ბით მო­თა­მა­შე ვი­ყა­ვი. ვე­ლო­დე­ბი არ­ჩევ­ნებს. სულ მე­კი­თხე­ბი­ან რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ახლა ძა­ლი­ან მინ­და დაბ­რუნ­დე­ბა, ზუს­ტად ვიცი რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ოღონდ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ წავა მა­შინ. ზუს­ტად ვიცი, რა გა­და­ცე­მას გა­ვა­კე­თებ, რო­გორ გა­და­ცე­მას გა­ვა­კე­თებ, ოღონდ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ნა­წი­ლი” – ამ­ბობს ასა­თი­ა­ნი.

CTRL
ENTER
პრობლემის შესატყიბინებლად
გამოიყენეთ მოცემული ღილაკები
კომენტარები
აგრეთვე წაიკითხეთ:
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
”ნუცას დაკრძალვაზე კესარია მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა…” – მაია ასათიანის უცნობი ამბავი კესარიაზე ბევრს გატირებთ
20.09.24, ახალი ამბები
"ოცი წლის ასაკში სცენაზე ფაქტობრივად გახდილმა ვიმღერე... რა ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, მთვარეზე გავფრინდე?" - როგორია ნუცა შანშიაშვილი დღევანდელობა და განვლილი გზა
"ოცი წლის ასაკში სცენაზე ფაქტობრივად გახდილმა ვიმღერე... რა ვიცი, კიდევ რა გავაკეთო, მთვარეზე გავფრინდე?" - როგორია ნუცა შანშიაშვილი დღევანდელობა და განვლილი გზა
14.10.24, ახალი ამბები
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს - ნახეთ რა თქვა მან
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული შოკისმომგვრელ განცხადებას ავრცელებს - ნახეთ რა თქვა მან
20.09.24, ახალი ამბები
ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი
ჩემი შვილი ამას არ იმსახურბდა, რისთვის გაიმეტე ასე, ყველაზე თბილი და კეთილი იყო, კესარის დედის სულისშემძვრელი პოსტი
21.09.24, ახალი ამბები / საზოგადოება